“ქალი, პირველ რიგში, საკუთარ თავს უნდა დაეყრდნოს” – უკრაინელი ქალი ომში

Yevgeniia Kolesnichtnko

ავტორი: Natasha Miniailo

2014 წელს, უკრაინაში საომარი მოქმედებების დასაწყისში, იანა ზინკევიჩის მიერ, ორგანიზაცია “ჰოსპიტალიერები” დაარსდა. სწორედ ამ ორგანიზაციის წევრია ჩვენი დღევანდელი გმირი – 35 წლის ევგენია კოლესნიჩენკო, რომელიც უკვე წელიწადზე მეტია, პარამედიკოსთა ბატალიონში, ომის წინა ხაზზეა.

2022 წლის თებერვალში, რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ევგენიამ და მისმა მეუღლემ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საბრძოლველად მხოლოდ ერთი მათგანი წავიდოდა, მეორე მშობელი კი 3 შვილთან დარჩებოდა. ევგენიამ ბავშვები პოლონეთში, გაურკვეველი დროით, წაიყვანა, თუმცა 2022 წელს, ევგენიას მეუღლე, ევენი, ნაღმის აფეთქების შედეგად ბახმუტთან დაიღუპა და ქალს შვილებთან ერთად უკან, უკრაინაში დაბრუნება მოუწია; ბავშვები კიევში, დასთან დატოვა და ომში წასასვლელად მოემზადა.

“ჩემთვის ეს სამართლის ძიება იყო. აფეთქების შემდეგ, ჩემს ქმარს სათანადო სამედიცინო დახმარება არ მიუღია, ამიტომ გადავწყვიტე, რომ ჩემი ამოცანა ჯარისკაცების დახმარება იქნებოდა, რათა უფრო ნაკლები ყოფილიყვნენ ჩემნაირი, ქვრივი ქალები” – ამბობს სამხედრო მედდა.

საჭირო ტრენინგის გავლის შემდეგ, 2023 წლის თებერვალში, ევგენიამ პირველი როტაცია დაიწყო “ჰოსპიტალიერებთან”, სადაც შეიარაღებულ ძალებში შესვლამდე, ცხრა თვე გაატარა.

მიუხედავად იმისა, რომ ევგენიას მოქნილი გრაფიკი აქვს და ბავშვებს ნახულობს, სახელმწიფოსგან აქვს გარანტია, რომ იზრუნებს მის შვილებზე, თუკი ისინი დაობლდებიან.

ამჟამად ევგენია კიევის მე-5 ბრიგადაში მსახურობს. უკვე აღარ ეშინია ომის საშინელი კადრებისა და ტყვიების წვიმის. მისი ამოცანა პროტოკოლის მიდევნება, დაჭრილი ჯარისკაცებისათვის სტაბილური მდგომარეობის შენარჩუნება და მათი გადარჩენაა.

“მას შემდეგ, რაც ჯარისკაცები სარეაბილიტაციოდ სხვა მედიკოსებთან გადადიან, ვცდილობ აღარ ვიფიქრო თითოეულ მათგანზე, რადგან თუ ჩავრთავ ემოციებს, შეიძლება ძალიან სწრაფად გადავიწვა და ეს საზიანო იყოს ირგვლივმყოფებისათვის” – ამბობს ევგენია.

ის ერთადერთი ქალია ბატალიონში, მიუხედავად იმისა, რომ საბრძოლო პოზიციებზე ქალების ნაკლებობაა, სამხედრო გარემოცვა ნელ-ნელა ეჩვევა იმ ფაქტს, რომ ქალებიც მსახურობენ ქვეყნის სამსახურში.

“არის გარკვეული საკითხები, რაზეც ქალებმა წინასწარ უნდა იზრუნონ. მაგალითად, შესაბამისი ზომის ფორმისა და ტყვიაგაუმტარი ჟილეტის პოვნა, რადგან, როგორც წესი, ამ აღჭურვილობას ჯარი არ გასცემს. ასევე, უნდა მოემზადო რთული ყოველდღიურობისათვის, მაგალითად, იფიქრო იმაზე, თუ როგორ იყო კომფორტულად მენსტრუაციის დროს”.

ბევრმა ქალმა არ იცის, როგორ იცხოვრონ მას შემდეგ, რაც საყვარელ ადამაინებსა და პარტნიორებს ომში კარგავენ. ამჯამად რამდენიმე ჩატში ვარ, სადაც ვართ ჯარისკაცების ქვრივები. ქალების უმეტესობა ჯერ მშობლებთან ცხოვრობს, შემდეგ მეუღლეებთან და მათ უეცრად ეცლებათ საყრდენი. ასეთ ქალებს მე ვურჩევ, რომ იპოვონ საქმე, რომელიც იქნება სასარგებლო, გახდის მათ თვითკმარებს და დაეყრდნობიან პირველ რიგში საკუთარ თავებს.”

Facebook Comments
გააზიარე
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *