ჩვენზე

“ნაამბობი” ეს არის მულტიმედიური ვებ-პლატფომა იმ ამბების მოსაყოლად, რომლებიც უნდა ითქვას.

ძალადობაგამოვლილი თუ წარმატებული ქალების ისტორიები; ადამიანები, რომელთაგანაც შეგვიძლია ვისწავლოთ; სოციალური და შემეცნებითი პროექტები; ადამიანების პორტრეტები, რომლებსაც აქამდე არ იცნობდნენ, მათი უფლებების დაცვა და თანადგომა – ამ ყველაფერს ერთი, ნაამბობის სოციალური სივრცე აერთიანებს.

ნაამბობის მისია იმ ადამიანების სათქმელის საზოგადოებამდე მიტანაა, რომლებსაც აქამდე არ უსმენდნენ, ან არ ჰქონდათ სივრცე, სადაც გამოცდილებას გააზიარებდნენ და მოუყვებოდნენ სხვებს, თუ როგორ იცხოვრეს, გადარჩნენ და მიაღწიეს სასურველ მიზანს.

სოციალური კამპანიებით, რეალური ისტორიებითა და შეულამაზებელი, უბრალო ამბებით, მოგიყვებით, როგორია ჩვენს ირგვლივ მყოფების ყოველდღიურობა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ:

  • თითოეული ისტორიის ნამდვილობა იყოს გადამოწმებული
  • შევქმნათ განსხვავებული და საინერესო პროდუქტი
  • პროფესიონალების გამოცდილების გაზიარებით, ქმედითი ნაბიჯების გადადგმისაკენ ვუბიძგოთ ძალადობრივ გარემოში მყოფ ქალებს

ნაამბობი – ეს არის სოციალური სივრცე იმ ამბებისთვის, რომლებიც უნდა ითქვას.

თუ გსურთ გვიამბოთ თქვენი ამბები, ან შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს, დაგვიკავშირდით Facebook / naambobingo@gmail.com

Facebook Comments