ქალის და მამაკაცის დაყოფა პროფესიულ საქმიანობაში – ვიდეოგრაფი ლილუ ურუშაძე
ავტორი: ემილი ფეიქრიშვილი
საქართველოში არსებული ძველი შენობები წარსულის ეპოქის ისტორიებს მოწმობენ. უამრავი მიტოვებული ადგილი არქიტექტურული ნოსტალგიის გრძნობას იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე სამყარო სწრაფ განვითარებასა და ურბანიზაციას განიცდის, გასული საუკუნის ნაგებობები, დროთა განმავლობაში, მტკიცედ რჩება და ქვეყნის ისტორიას ასახავს.
ვიდეოგრაფ ლილუ ურუშაძის “ფეისბუქ” გვერდი, საქართველოს მასშტაბით მოგზაურობის დროს, ისტორიის გაცოცხლებას ემსახურება.
როგორც ვიდეო და ფოტოგრაფების უმეტესობა, ლილუსაც აქვს ქართული ქორწილის გადაღების გამოცდილება, თუმცა სტუმრების მხრიდან აგდებული, ცინიკური დამოკიდებულების გამო, საკუთარ თავმოყვარეობასა და პროფესიონალიზმზე ზრუნვა არჩია.
“ეს არის ის დამოკიდებულება, რომელიც ჯერ კიდევ ვერ შეიცვალა. ბევრი მეგობარი მყავს, რომელიც ქორწილის წვეულებების გადაღებითაა დაკავებული და თითოეულ მათგანს ერთი და იგივე, დამამცირებელი ისტორია აქვს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, მოვა დრო, როცა ჩვენც ისეთ ადამიანებად აღგვიქვამენ და მიხვდებიან, რომ “ე, ფოტოგრაფ, მოიხედე” სულ რომ არაფერი, არაეთიკური მიმართვაა”
4 წლის წინ გადაცემა „ქაოსი“ დაიწყო, რომელმაც გარკვეულწილად განაპირობა, რომ სხვადასხვა საინტერესო შენობებისთვის ვიდეო გადაეღო. როგორც აღნიშნა გადაცემა „ქაოსი“ერთადერთი პროექტია, რომელიც, აუდიტორიას მიტოვებული საქართველოს ადგილებს ყოველკვირეულად აცნობს, მოგვიანებით ამგვარი ფორმატის გადაცემებზე მუშაობა სხვადასხვა ტელევიზიამ დაიწყო და თითქოს კვალდაკვალ მათ განვლილ გზას, ადგილებს საზოგადოებას თავადაც აცნობენ.
გადაცემა „ქაოსის“ მედია სივრცეში გასვლის საწყის ეტაპზე, ადგილების მოძიება, რომელიც საზოგადოებისთვის უნდა წარგვედგინა მარტივი არ იყო, თავიდან ინტერნეტში ვეძებდით, სად წავსულიყავით, რა გადაგვეღო. მოგვიანებით გადავწყვიტეთ, რომ ქალაქი, რეგიონი, სოფელი აგვერჩია და ადგილზე მისულები შენობების მოძიებას ვიწყებდით, რომელსაც შემდგომ გადავიღებდით. ყველგან უამრავი საინტერესო ისტორია და განსხვავებული არქიტექტურა დაგვხვდა, წარმოუდგენელია, რომ თუნდაც როგორც რიგითი მაყურებელი, რომელიმე მათგანის მიმართ გულგრილი დარჩე.
მოგზაურობის დროს ადგილობრივებთან გასაუბრება ძალიან საინტერესოა, იმდენად გავიცანით ყველა, რომ თითქოს მთელ საქართველოს დავუმეგობრდით, ვიდეოზე მუშაობის დროს, ხშირად მათგან დიდი თანადგომას ვგრძნობთ.”
როგორც ლილუ აღნიშნავს, ძველ შენობებზე საუბარი ადგილობრივების მხრიდან, ძალიან ემოციური ნაწილია. თავიდან თითქოს სიტყვაძუნწები არიან, მაგრამ შემდეგ როდესაც ისინი ფიქრით წარსულში ბრუნდებიან, ხშირად ურთიერთობებს და იმჟამინდელ მეგობრობას მისტირიან, ყველაზე ხშირად მათ ნაამბობიდან ურთიერთობების ნოსტალგია იგრძნობა.
ლილუს მიერ გადაღებულ რამდენიმე შენობას, რესტავრაცია ჩაუტარდა, ნაწილის აღდგენა დღესაც მიმდინარეობს. “ის რასაც მე ვაკეთებ ემსახურება მიზანს, რომ არ დაგვავიწყდეს ადამიანებს თუ საიდან მოვდივართ, ვინ ვიყავით, ვინ ვართ და ვინ უნდა ვიყოთ, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი წარსულის შესახებ რაღაცები ვიცოდეთ, რადგან გარკვეული ნაბიჯების სწორად გადადგმა შევძლოთ.”
როგორც ვიდეოგრაფი აღნიშნავს, ყველაზე შთამბეჭდავი, დასამახსოვრებელი ადგილი, რომელიც გადაუღია “პობედაა” – ასე ჰქვია დასახლებას, რომელიც თბილისიდან დაახლოებით 30 კილომეტრში, გარდაბანთან მდებარეობს და ლილუს მომავალ ოცნებასთან – ფილმის გადაღებასთან, პირდაპირ კავშირშია.
საზოგადოებაში ჯერ კიდევ არსებობს ქალის და მამაკაცის დაყოფა პროფესიულ საქმიანობებში, ყოველთვის ჰგონიათ, რომ საკმარისად კარგად ვერ გააკეთებ რადგან გოგო ხარ, ვერ ახვალ იქ სადაც მამრობითი სქესი წარმომადგენელი “ადის”, თუმცა მაინც მგონია “ქაოსით” ჩემი სათქმელი ვთქვი და ავედი იქ და ვიარე იმ გაუვალ გზებზე, რომელსაც ბევრი მამაკაციც ვერ გაუძლებდა.