ეტაპობრივი დისკრიმინაცია

ზრდისა თუ განვითარების სხვადასხვა ეტაპებზე მე და ჩემ ირგვლივ მყოფი მამრობითი სქესის წარმომადგენლები სხვადასხვაგვარად აღვიქვამდით გარემოს.

12 წლის რომ გავხდი, დედამ იძულებით ჩამაცვა ლიფი, ისე, რომ არც კი აუხსნია, თუ რატომ უნდა მკეთებოდა გაურკვეველი რაღაც სამოსის ქვეშ. მივიღე კითხვის ნიშნის ფორმა შეუმჩნვლად გავიპარე სკოლისკენ. ერთი კვირის შემდეგ კი ბიჭებისგან უკვე დამცინავი შესაძილები მესმოდა.

13 წლის ასაკში, როდესაც ჩემმა სხეულმა ფორმის შეცვლა, ჩამოყალიბება, ჰორმონებმა კი აქტიური მუშაობა დაიწყეს, ნაცნობი ბიჭები უკვე ხმამაღლა მიქებდნენ მკერდს და ცდილობდნენ მისწვდომოდნენ ჩემს ტანს.

დედა უფრო განამტკიცებდა სტერეოტიპებს – აუზზე, სადაც რა საკვირველია, მამრობითი სქესიც მრავალდ იყო, არ აპირებდა ჩემს გაშვებას მხოლოდ იმიტომ, რომ საცურაო კოსტიუმით მომიწევდა წყალში ჩასვლა.

15-16 წლის ასაკში, მაშინ, როცა ჩვეულებრივი თინეიჯერივით ვუსმენდი მუსიკას, ვკითხულობდი და ვწერდი დღიურებს, ინტერესდებოდნენ ჩემი საქალწულე აპკის მთლიანობით, ქუჩაში თითქმის ყოველი გავლისას მთავაზობდნენ სექსს, ცდილობდნენ შემხებოდნენ და მამკობდნენ უამრავი დამამცირებელი სიტყვით, მე კი, რა საკვირველია, ამაში მხოლოდ საკუთარ თავს ვადანაშაულებდი. 

17 წლისას, როცა პირველად შემიყვარდა, მეუბნებოდენ, რომ მალე დავშორდებოდით, მთავარია სექსი არ გვქონოდა – გოგო ვარ, სახელს უნდა გავფრთხილებოდი!..

პერიოდულად სექსუალურ პარტნიორობას მთავაზობდნენ კაცები, რომლებსაც ცოლი, შვილები, ხშირ შემთხვევაში – საყვარლებიც ჰყავდათ.

ამ ყველაფრის მიუხედავად, მე მაინც შემიყვარდა.

ის არ იყო ეროვნებით ქართველი, მაგრამ კაცმა, რომელმაც დამანახა უფრო უკეთესი კუთხით საკუთარი თავი და შეცვალა ჩემი ცხოვრება, ვერც მან დაიმსახურა გარშემომყოფების მოწონება – მას მაიმუნს უწოდებდნენ და ჩვენს ქორწინებას დიდ დროს არ აძლევდნენ.

22 წლისას, როდესაც მშობიარობის შემდგომი დეპრესია მქონდა, მითხრეს, რომ ალბათ ქმარს ვერ ვაკმაყოფილებდი სექსუალურად, ისე კარგადაც აღარ გამოვიყურებოდი, როგორც წლების წინ – თინეიჯერობისას.

23 წლის მე, ქმრის ყურადღებას ვეღარ ვგრძნობ, მას კი კამათში წამოსცდა, რომ დარწმუნებული არ იყო, ქალიშვილი მომიყვანა ცოლად, თუ არა. ალბათ, ეს იყო გადამწყვეტი და გარდამტეხი ჩემს შეხედულებებში კაცების მიმართ – როგორღა გინდა, ვინმეს რომ ენდო?!

მას შემდეგ ვხვდები, რომ მამრობითი სქესის უმეტესი ნაწილი კარგად ირგებს როლს სიტუაციების მიხედვით. ძირითადი ეტაპები კი ასეთი აქვთ: აგითვისონ, მიგითვისონ და დაგიმთავრონ…

Facebook Comments
გააზიარე
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *