დღეს, 31 წლის წინათ

1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა არმიამ ანტი-საბჭოთა, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია, რის შედეგადაც დაიღუპა 21 ადამიანი, ასობით კი დაიჭრა.

ანტისაბჭოთა მოძრაობა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკაში 1988 წლისთვის უფრო გააქტიურდა. თბილისში გაფიცვებსა და მიტინგებს აწყობდნენ ანტისაბჭოთა ორგანიზაციები. კონფლიქტი საბჭოთა მთავრობასა და ქართველ ნაციონალისტებს შორის კიდევ უფრო გამწვავდა 1989 წლის 18 მარტს ე. წ. „ლიხნის ასამბლეის“ ჩატარების შემდეგ, სადაც რამდენიმე ათასმა აფხაზმა საქართველოსგან გამოყოფა და 19211931 წლების საბჭოთა კავშირის რესპუბლიკის სტატუსის აღდგენა მოითხოვა. ამის საპასუხოდ, ანტისაბჭოთა ჯგუფებმა რესპუბლიკის მასშტაბით არასანქციონირებული მიტიგნების სერია მოაწყვეს. მათი მტკიცებით საბჭოთა მთავრობა აფხაზურ სეპარატიზმს იყენებდა დამოუკიდებლობის მომხრეთა მოძრაობის საწინააღმდეგოდ.

საპროტესტო აქციებმა პიკს მიაღწია 1989 წლის 5 აპრილს, როდესაც ათობით ათასი ქართველი შეიკრიბა მთავრობის სახლის წინ რუსთაველის გამზირზეთბილისში. მომიტინგეებმა, რომლებთაც ხელმძღვანელობდა დამოუკიდებლობის კომიტეტი (მერაბ კოსტავაზვიად გამსახურდიაგიორგი ჭანტურიაირაკლი ბათიაშვილი, ირაკლი წერეთელი და სხვები), მოაწყვეს მშვიდობიანი დემონსტრაცია და შიმშილობა დაიწყეს, აფხაზი სეპარატისტების დასჯისა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მოთხოვნით. ადგილობრივმა საბჭოთა ხელისუფლებამ დაკარგა კონტროლი სიტუაციაზე დედაქალაქში და ვეღარ აცხრობდა საპროტესტო აქციებს.

9 აპრილს, 11 საათზე გამოცხადდა კომენდანტის საათი თბილისში, მაგრამ ცნობა მოსახლეობას ადგილობრივი ტელევიზიით კომენდატის საათის მოქმედების შესახებ მიეწოდა მხოლოდ 22 საათსა და 15 წუთზე. ქალაქის სამხედრო კომენდანტად დაინიშნა როდიონოვი. აქციის დარბევისას გამოყენებულ იქნა მომაკვდინებელი იარაღი: ქიმიური საშუალებები, სასანგრე ბარები, ცეცხლსასროლი იარაღი, ჯავშანტრანსპორტიორები და ტანკები.

#მადლობათავისუფლებისთვის

საქართველოს სსრ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მონაცემებით 9 აპრილის მიტინგის დაშლის დროს ადგილზე დაიღუბნენ:

  • ადამია აზა რაჟდენის ასული — 22 წლის, გეგეჭკორის რაიონის მკვიდრი.
  • ბეჟანიშვილი ეკა თამაზის ასული — 16 წლის, კომაროვის სკოლის X კლასის მოსწავლე.
  • გიორგაძე ნატო ალექსის ასული — 23 წლის, ჩოხატაურის რაიონი.
  • დოლიძე თამუნა გრიგოლის ასული — 28 წლის.
  • ენუქიძე თინა სევერიანის ასული — 70 წლის.
  • თოიძე ნინო შუქრის ასული — 25 წლის, ჩაის სუბტროპიკულ კულტურათა საკავშირო სამეცნიერო-საწარმოო გაეთიანების თანამშრომელი, მახარაძის რაიონი.
  • კიკვაძე ზაირა აბელის ასული — 61 წლის, კიბერნეტიკის ინსტიტუტის თანამშრომელი.
  • ლოლაძე მანანა ლევანის ასული — 33 წლის.
  • მამულაშვილი თამარ ივანეს ასული — 50 წლის.
  • ნოზაძე მამუკა გივის ძე — 22 წლის, ლაგოდეხის რაიონი.
  • სამარგულიანი ნანა ალექსანდრეს ასული — 41 წლის.
  • ჭყონია-სამარგულიანი მარინა ტრისტანის ასული — 31 წლის.
  • ჭიპაშვილი ელისო, გიორგის ასული — 25 წლის, რესპუბლიკური საავადმყოფოს სანიტარი.
  • ჭოველიძე თამარი არკადის ასული — 16 წლის, 51-ე სკოლის მოსწავლე.
  • ჯანგირაშვილი ნოდარ შოტას ძე — 40 წლის, სპორტკლუბ „სინათლის“ მეთოდისტი.
  • ჯინჭარაძე მზია მიხეილის ასული — 43 წლის, ფსიქიატრიის ინსტიტუტის ექიმი.
  • მელქაძე მანანა ამირანის ასული — 23 წლის, დიდი დიღომი.
  • ქარსელაძე გია გიორგის ძე — 25 წლის, თბილისის სატყეო მეურნეობის თანამშრომელი.
Facebook Comments
გააზიარე
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *